Skip to content
CharmyMovies
Giorgi Maskharashvili
Acting

Giorgi Maskharashvili

Георгий Масхарашвили · ნილს სიმეონი
Born 2 Jan 197749 years8 credits

გიორგი მასხარაშვილი (დ. 2 იანვარი, 1977, თბილისი) ― ქართველი კინოს და ტელევიზიის მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი. დაიბადა 1977 წელს თბილისში. 2000 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი. არის რამდენიმე სრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმის მხატვარი. 2004 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.[1] მის კარიერაში ათამდე კინოროლია. მისი პირველი კინოროლი იყო ლევან ზაქარეიშვილის ფილმი თბილისი-თბილისი. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და ერთი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი — „მესაათე“ (2011).