Skip to content
CharmyMovies
Marina Tbileli
Acting

Marina Tbileli

Марина Тбилели · მარინა თბილელი
Born 25 Oct 1920 in Telavi,Georgian SSR, USSR, [now Republic of Georgia]Died 23 Mar 2002aged 811 credits

დაიბადა 1920 წლის 25 ოქტომბერს, ქ. თელავში. 1940 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრში. რუსთაველის თეატრში მისულ ახალბედა მსახიობს მარინე დამბროვსკაიას მფარველად აკაკი ვასაძე მოევლინა, რომელმაც დაანათლა გვარი "თბილელი" და ამ გვარით აკურთხა ქართულ სცენაზე. 1940–1944 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის, 1944–1946 წლებში სოხუმის თეატრის, 1946 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, 1975 წლიდან კი კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობი. კინოში მოღვაწეობა დაიწყო 1955 წლიდან. საქართველოს სახალხო არტისტი (1966).

Acting (1)